დილით სამსახურში მისულს, ოფისში მხიარული განწყობა დამხვდა. ინტერნიუს-საქართველოს მიერ განხორციელებულ მედია-მონიტორინგის შუალედურ შედეგებს, ყოველკვირეული გამოცემა ასავალ-დასავალი გამოეხმაურა. თან გამოეხმაურა ისე, როგორც ამას ველოდით. აღნიშნულ გამოცემაზე/სტატიაზე ღიმილის გარდა რთულია სხვა რეაქცია გქონდეს, თუმცა როცა იცი, რომ გაზეთი საქართველოში არსებული სტანდარტებით საკმაოდ მაღალი ტირაჟით იბეჭდება და შესაბამისად მოქალაქეთა დიდი ნაწილი კითხულობს სასაცილოდ ნამდვილად არ არის საქმე

შეგახსენებთ, რომ მედია კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, ასავალ-დასავალი საქართველოში არსებულ ბეჭვდურ გამოცემებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა სიძულვილის ენის ტირაჟირებით. ამიტომ  სტატიის ავტორის პათოსი არ გამკვირვებია, და არც მის მიერ მორიგი ქსენოფობიურ-ჰომოფობიური განცხადებების მთელი კრებული წარმოადგენდა სიურპრიზს.

უბრალოდ აღნიშნულმა სტატიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ცალკეული მედია სახლების ჟურნალისტები კრიტიკას ნაკლებად ექვემდებარებიან. იმაზეც რთულია საუბარი თუ რა ცვლილებები შეიძლება მოახდინოს მსგავსი ტიპის კვლევამ, თუ ის ადამიანები ვისთვისაც პროექტია განკუთვნილი არათუ მიიღებენ კრიტიკას/გადახედავენ თავიანთ სარედაქციო პოლიტიკას, არამედ გაორმაგებული ძალით გააგრძელებენ უმცირესობების დისკრიმინაციას.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სტატიიდან " 11712 კვ.სმ"

 თუ ფიქრობ და ხმამაღლა ამბობ, რომ საქართველოში მამათმავლების აღლუმი არ უნდა ჩატარდეს და პომადიანმა და საყურეებიანმა პედერასტებმა რუსთაველის პროსპექტზე შიშველი მარში არ უნდა მოაწყონ, მაშინ სიძულვილის ენით მოლაპარაკე ჰომოფობი ყოფილხარ!“ 

"თუ ფიქრობ და ხმამაღლა ამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვარგადაკეთებული და ეროვნებაუარყოფილი სომხებით არ უნდა იყოს სავსე, მაშინ სიძულვილის ენით მოლაპარაკე ქსენოფობი ხარ

"რომ გაზომეთ, "ასავალ-დასავალმა" უმცირესობების შესახებ სტატიებს საგაზეთო ფართის 11712 კვ.სმ. დაუთმოო, იმით თუ დაინტერესებულხართ და შეწუხებულხართ, საქართველოს ფართობიდან დღეს რამდენი კვადრატული მეტრი დაკარგა და გაყიდა სააკაშვილის ხელისუფლებამ?"

"ოღონდ სოროსის ძუძუ არ გადმოგივარდეთ პირიდან და დანარჩენი ყველაფერი სახაზავზე გკიდიათ!"





0 comments:

Post a Comment