Saturday, April 17, 2010

In pictures...

Click the picture if you'd like to see the original size.





Her Excellency Mrs Urszula Doroszewska - Ambassador to Georgia


                                European House, Tbilisi.


ანა: აუცილებლად უნდა წავიდეთ პრაღაში გიორგი!
გიორგი: ანა, მე უკვე დავტოვე EYP! და აღარ ვაპირებ არსად წამოსვლას...
ანა: გიორგი, გპირდები მეტჯერ აღარ გთხოვ!

საბოლოოდ მაინც წავედით პრაღაში და 2 წლის გადასახედიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიმიღია. შედეგად, ცივი და  თოვლიანი ტალინიდან ორი, ჯერ კიდევ ნორჩი EYP-ერი "პრაღის გაზაფხულს" ეზიარა.

59-ე საერთაშორისო სესია და ბი-ენ-სი შეხვედრა, სადაც ჯერ კიდევ უცნობი და დღეს ასე საყვარელი ადამიანები გველოდნენ, თავდაპირველად ცოტა გრძელი და უინტერესო ჩანდა, მითუმეტეს, როცა მზეს მონატრებულებს პრაღის ქუჩებში ხეტიალი გვერჩივნა დელეგატების ალოკაციის თემაზე დებატების მოსმენას. :) მაგრამ, ჩემდა გასაოცრად ყველას ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რამაც გაგვიჩინა იმის მოლოდინი რომ პრაღაშივე მოხდებოდა EYP საქართველოს სრულუფლებიან, 30-ე წევრად მიღება. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბი-ენ-სიმ, გავერნინგ ბადისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ოფიციალურ წევრად მიღება ოდნავ მოგვიანებით, ონლაინ შეხვედრისას გადაწყდებოდა. თუმცა, მანამდე აუცილებლად უნდა გავიხსენო ანას "სფიჩი" და ის რეაქცია, რომელიც ბი-ენ-სის წევრებს სიტყვის ბოლოს დაეუფლათ.

ეს იყო, რაღაც განსხვავებული, რასაც არ ველოდი ანასგან და რამაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა (სხვათაშორის ერთადერთი შემთხვევა იყო, ჩემი ბი-ენ-სი შეხვედრების ისტორიაში). თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ბიუროკრატიული მიდგომის გამო, რომელიც სამწუხაროდ ჭარბად არის EYP-ში და განსაკუთრებით ეს სწორედ ბი-ენ-სის ეხება, წევრად მიღების საკითხმა მაინც გადაიწია. დაახლოებით ბუქარესტის სამიტის ვითარება შეიქმნა, სადაც დაპირება მოგვცეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. :)

ჩვენც, უკვე ცოტათი იმედგაცრუებულები წავედით ბი-ენ-სი ვახშამზე, სადაც სრულიად დაუგეგმავად, ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით ანდრეს შვარცკოფთან (ადამიანი, ვინც ძალიან ბევრს განსაზღვრავს ორგანიზაციაში). თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. სასიამოვნო დიალოგის შემდეგ, რომელიც სრულიად სპონტანურად შედგა შვარცკოფთან,  როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა განსაზღვრა კიდეც EYP საქართველოს ბედი. (ამის შემდეგ მართლა ვირწმუნე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები არაოფიციალურ გარემოში წყდება :) )

მეორე დღეს, იმ მიზეზით, რომ გაწევრიანებაზე უარი გვითხრეს, ბი-ენ-სი შეხვედრაზე მისვლას, პრაღაში სეირნობა ვარჩიეთ (ჩემი ძალისხმევით :) ) და მხოლოდ მოგვიანებით გადავწყვიტეთ სესიის გენერალური ასამბლეის დახურვის ცერემონიალზე მისვლა, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის შენობაში იმართებოდა.

დაახლოებით 4-5 საათვისთვის მივედით პარლამენტში, სადაც შესასვლელშივე მოულოდნელად შეგვეგებნენ ორგანიზატორები და  მათ მიერ ნათქვამი ფრაზა ქართულად რომ ვთარგმნო დაახლოებით ასე ჟღერდა: "სად ხართ?! ყველანი თქვენ გელოდებიან! დროზე ამოდით!"

აი ესე, ძალიან არა GA-თვის გამოწყობილებმა შევაღეთ პარლამენტის დარბაზის კარი და უცბად ხდება ის, რასაც არ ელოდა ანა და მე ვერც კი გავიოცნებებდი. 300 ზე მეტი ადამიანი იდგა ფეხზე და ესალმებოდა EYP ოჯახის ახალ, 30-ე წევრის წარმომადგენლებს. რთულია, ამ ემოციის წერილობითი სახით გადმოცემა, რაც მაშინ მე და ალბათ ანასაც დაგვეუფლა, მაგრამ დღესაც ჩემი EYP-ში ყოფნის 4 წლის თავზე, თუკი რამ შეიძლება ღირებულად ჩავთვალო, ეს სწორედ პრაღაში განცდილი რამდენიმე წუთი იყო... ამას მოჰყვა, ჩარტერზე ხელის მოწერა, EYP-ის ჩვენთვის საოცნებო ღირსების მედლების მიღება და მილოცვები იმ ადამიანებისგან, ვინც რამდენიმე წუთში ასე ძვირფასებად იქცნენ ჩვენთვის.


ეს ყველაფერი 2008 წლის 12 აპრილს, პრაღაში მოხდა და ამ წუთებმა, EYP აქცია ჩემი (და დარწმუნებული ვარ ანაც იგივეს ფიქრობს) ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

  Happy Anniversary!


Saturday, April 10, 2010

Another tragedy in Katyn



Shocking news indeed! and many questions that need to be responded...


70 years ago soviets murdered Polish elite in Katyn, and today nearly on the same place, huge part of Polish political elite died as the result of plane crash... 


But most importantly, I would like to express my sincere condolences to my Polish friends and the Polish people! Despite the fact that he was a controversial figure inside Poland or within the EU, he was certainly a great supporter of Georgia and as a citizen of Georgia I do appreciate it!