Her Excellency Mrs Urszula Doroszewska - Ambassador to Georgia
ანა: აუცილებლად უნდა წავიდეთ პრაღაში გიორგი!
გიორგი: ანა, მე უკვე დავტოვე EYP! და აღარ ვაპირებ არსად წამოსვლას...
ანა: გიორგი, გპირდები მეტჯერ აღარ გთხოვ!
საბოლოოდ მაინც წავედით პრაღაში და 2 წლის გადასახედიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიმიღია. შედეგად, ცივი და თოვლიანი ტალინიდან ორი, ჯერ კიდევ ნორჩი EYP-ერი "პრაღის გაზაფხულს" ეზიარა.
59-ე საერთაშორისო სესია და ბი-ენ-სი შეხვედრა, სადაც ჯერ კიდევ უცნობი და დღეს ასე საყვარელი ადამიანები გველოდნენ, თავდაპირველად ცოტა გრძელი და უინტერესო ჩანდა, მითუმეტეს, როცა მზეს მონატრებულებს პრაღის ქუჩებში ხეტიალი გვერჩივნა დელეგატების ალოკაციის თემაზე დებატების მოსმენას. :) მაგრამ, ჩემდა გასაოცრად ყველას ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რამაც გაგვიჩინა იმის მოლოდინი რომ პრაღაშივე მოხდებოდა EYP საქართველოს სრულუფლებიან, 30-ე წევრად მიღება. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბი-ენ-სიმ, გავერნინგ ბადისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ოფიციალურ წევრად მიღება ოდნავ მოგვიანებით, ონლაინ შეხვედრისას გადაწყდებოდა. თუმცა, მანამდე აუცილებლად უნდა გავიხსენო ანას "სფიჩი" და ის რეაქცია, რომელიც ბი-ენ-სის წევრებს სიტყვის ბოლოს დაეუფლათ.
ეს იყო, რაღაც განსხვავებული, რასაც არ ველოდი ანასგან და რამაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა (სხვათაშორის ერთადერთი შემთხვევა იყო, ჩემი ბი-ენ-სი შეხვედრების ისტორიაში). თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ბიუროკრატიული მიდგომის გამო, რომელიც სამწუხაროდ ჭარბად არის EYP-ში და განსაკუთრებით ეს სწორედ ბი-ენ-სის ეხება, წევრად მიღების საკითხმა მაინც გადაიწია. დაახლოებით ბუქარესტის სამიტის ვითარება შეიქმნა, სადაც დაპირება მოგვცეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. :)
ჩვენც, უკვე ცოტათი იმედგაცრუებულები წავედით ბი-ენ-სი ვახშამზე, სადაც სრულიად დაუგეგმავად, ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით ანდრეს შვარცკოფთან (ადამიანი, ვინც ძალიან ბევრს განსაზღვრავს ორგანიზაციაში). თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. სასიამოვნო დიალოგის შემდეგ, რომელიც სრულიად სპონტანურად შედგა შვარცკოფთან, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა განსაზღვრა კიდეც EYP საქართველოს ბედი. (ამის შემდეგ მართლა ვირწმუნე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები არაოფიციალურ გარემოში წყდება :) )
მეორე დღეს, იმ მიზეზით, რომ გაწევრიანებაზე უარი გვითხრეს, ბი-ენ-სი შეხვედრაზე მისვლას, პრაღაში სეირნობა ვარჩიეთ (ჩემი ძალისხმევით :) ) და მხოლოდ მოგვიანებით გადავწყვიტეთ სესიის გენერალური ასამბლეის დახურვის ცერემონიალზე მისვლა, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის შენობაში იმართებოდა.
დაახლოებით 4-5 საათვისთვის მივედით პარლამენტში, სადაც შესასვლელშივე მოულოდნელად შეგვეგებნენ ორგანიზატორები და მათ მიერ ნათქვამი ფრაზა ქართულად რომ ვთარგმნო დაახლოებით ასე ჟღერდა: "სად ხართ?! ყველანი თქვენ გელოდებიან! დროზე ამოდით!"
აი ესე, ძალიან არა GA-თვის გამოწყობილებმა შევაღეთ პარლამენტის დარბაზის კარი და უცბად ხდება ის, რასაც არ ელოდა ანა და მე ვერც კი გავიოცნებებდი. 300 ზე მეტი ადამიანი იდგა ფეხზე და ესალმებოდა EYP ოჯახის ახალ, 30-ე წევრის წარმომადგენლებს. რთულია, ამ ემოციის წერილობითი სახით გადმოცემა, რაც მაშინ მე და ალბათ ანასაც დაგვეუფლა, მაგრამ დღესაც ჩემი EYP-ში ყოფნის 4 წლის თავზე, თუკი რამ შეიძლება ღირებულად ჩავთვალო, ეს სწორედ პრაღაში განცდილი რამდენიმე წუთი იყო... ამას მოჰყვა, ჩარტერზე ხელის მოწერა, EYP-ის ჩვენთვის საოცნებო ღირსების მედლების მიღება და მილოცვები იმ ადამიანებისგან, ვინც რამდენიმე წუთში ასე ძვირფასებად იქცნენ ჩვენთვის.
ეს ყველაფერი 2008 წლის 12 აპრილს, პრაღაში მოხდა და ამ წუთებმა, EYP აქცია ჩემი (და დარწმუნებული ვარ ანაც იგივეს ფიქრობს) ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
Happy Anniversary!
Shocking news indeed! and many questions that need to be responded...
70 years ago soviets murdered Polish elite in Katyn, and today nearly on the same place, huge part of Polish political elite died as the result of plane crash...
But most importantly, I would like to express my sincere condolences to my Polish friends and the Polish people! Despite the fact that he was a controversial figure inside Poland or within the EU, he was certainly a great supporter of Georgia and as a citizen of Georgia I do appreciate it!
Subscribe to:
Posts (Atom)
Welcome to my Blog! Here you will find my thoughts predominantly on EU related matters and about some, totally random issues. Links of articles I'm usually going through, personal narratives and everything what might be interesting for me and couple of readers who follow my modest Blog.
Cloud
Popular Posts
Blog Archive
- July 2015 (1)
- June 2014 (2)
- December 2013 (2)
- September 2013 (2)
- August 2013 (1)
- July 2013 (1)
- February 2013 (1)
- December 2012 (1)
- October 2012 (1)
- July 2012 (1)
- June 2012 (2)
- February 2012 (3)
- January 2012 (1)
- September 2011 (1)
- April 2011 (1)
- March 2011 (3)
- January 2011 (1)
- November 2010 (1)
- October 2010 (2)
- September 2010 (2)
- August 2010 (5)
- July 2010 (4)
- June 2010 (5)
- May 2010 (3)
- April 2010 (3)
Followers
Other Bolgs
-
-
-
-
The Brexit nose job3 days ago
-
-
-
-
Ed’s story6 months ago
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
Rule by Experts?7 years ago
-
-
-
I’m Fed Up8 years ago
-
-
-
-
-
წვიმის შემდეგ9 years ago
-
დედის გინება როგორც სასიკვდილო დანაშაული9 years ago
-
-
The BearFox – Sky10 years ago
-
-
Nostos11 years ago
-
-
-
-
The Azeris: Alim Qasimov13 years ago
-
Coming Out დაძლევს ჰომოფობიას13 years ago
-
A new home13 years ago
-
Moving Blog13 years ago
-
-
-
რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან14 years ago
-
-
Maybe you will never read it , but.......16 years ago
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-