ირაკლი ღარიბაშვილის BBC-თვის მიცემული ინტერვიუ სავსებით ლოგიკურად ბოლო დღეების
მთავარი განსახილველი თემა გახდა. ბევრი მოსაზრება იქნა გამოთქმული თუ რა საფრთხეებს
შეიცავდა მისი ზედმეტად მოზომილი და ‘რუსეთს არ ვაწყენინოთ’ ტიპის ინტერვიუ. ამიტომ
ამას აღარ შევეხები. თუმცა მის ინტერვიუში ერთი ფრაზა იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო,
რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. ოქროს შუალედს შეეხებოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის
განცხადებით საქართველოს მთავრობამ შეძლო და მიაგნო იმ ჯერ არნახულ/არგაგონილ ოქროს
შუალედს, რომლის არსიც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვასა და პარალელურად რუსეთთან
კონსტრუქციული ურთიიერთობის შენარჩუნებაში მდგომარეობს.
არ ვიცი რა კონკრეტული საფუძველი აქვს პრემიერის განცხადებას,
მაგრამ ღარიბაშვილის სიტყვებმა თავის დროზე
ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთზე გაკეთებული განცხადება გამახსენა. ივანიშვილმა სომხეთში
ვიზიტისას ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სამაგალითოდ გამოაცხადა რუსეთთან და დასავლეთთანაც
წარმატებული ბალანსის პოლიტიკის გამო. „ჩვენ
ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი პრიორიტეტების შესახებ – ეს არის ევროპა,
ევრო–ატლანტიკული ალიანსი. ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიმართულებით, მაგრამ
პარალელურად წარმოიშვება კითხვა – შესაძლოა თუ არა შევათავსოთ ურთიერთობების
აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამასთან ერთად კარგი
ურთიერთობა გვქონდეს ნატოსთან, ვისწრაფვოდეთ ნატოსკენ და კარგი ურთიერთობები
გვქონდეს ამერიკასთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან? მე ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი
მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ
თეთრი შურით გვშურს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის
იანვარში სომხეთში ვიზიტის დროს. მოკლედ,
ის რისიც ბიძინა ივანიშვილს თავისი პრემიერობის პირველ თვეებში ასე შეშურდა, წარმატებით
განავრცო ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა, 2013 წლის იანვრის შემდეგ ბევრი რამ
შეიცვალა და დღეს არსებული მოცემულობით სომხეთი სამაგალითოდ ვეღარ გამოდგება.
ერევანი,
საქართველოს და მოლდოვას მსგავსად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ასოცირების
ხელშეკრულებაზე, თუმცა მას შემდეგ რაც კრემლმა აღმოსავლეთ პარტნიორობა
გეოპოლიტიკური ბრძოლის საგნად აქცია, ზუსტად ერთი (!) დღე დასჭირდა რუსეთს, რომ სომხეთის
‘მისაბაძი’ საგარეო პოლიტიკა თავისი სურვილისამებრ განესაზღვრა. ასე და ამგვარად,
სომხეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთა სიას პირველი გამოეთიშა და საგარეო
პოლიტიკური ბალანსიც ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. არაფერს ვამბობ ნატო-ზე, სადაც
სომხეთს არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული ამბიციები.
მოკლედ,
სომხეთის ეს უკვე მოძველებული ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ შეგახსენოთ პატონო
პრემიერო თუ რა პერსპექტივა აქვს ბალანსის პოლიტიკას რუსეთთან. საუბარი არ არის
იმაზე, რომ პუტინი ‘ლილიპუტინად’ მოიხსენიოთ საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ წარსული
გამოცდილებიდან და ქვეყნის სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნის გამოყენება, რომ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში
მარტო არ დავრჩეთ.
Subscribe to:
Posts (Atom)
Welcome to my Blog! Here you will find my thoughts predominantly on EU related matters and about some, totally random issues. Links of articles I'm usually going through, personal narratives and everything what might be interesting for me and couple of readers who follow my modest Blog.
Cloud
Popular Posts
Blog Archive
- July 2015 (1)
- June 2014 (2)
- December 2013 (2)
- September 2013 (2)
- August 2013 (1)
- July 2013 (1)
- February 2013 (1)
- December 2012 (1)
- October 2012 (1)
- July 2012 (1)
- June 2012 (2)
- February 2012 (3)
- January 2012 (1)
- September 2011 (1)
- April 2011 (1)
- March 2011 (3)
- January 2011 (1)
- November 2010 (1)
- October 2010 (2)
- September 2010 (2)
- August 2010 (5)
- July 2010 (4)
- June 2010 (5)
- May 2010 (3)
- April 2010 (3)
Followers
Other Bolgs
-
-
-
-
The Brexit nose job3 days ago
-
-
-
-
Ed’s story6 months ago
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
Rule by Experts?7 years ago
-
-
-
I’m Fed Up8 years ago
-
-
-
-
-
წვიმის შემდეგ9 years ago
-
დედის გინება როგორც სასიკვდილო დანაშაული9 years ago
-
-
The BearFox – Sky10 years ago
-
-
Nostos11 years ago
-
-
-
-
The Azeris: Alim Qasimov13 years ago
-
Coming Out დაძლევს ჰომოფობიას13 years ago
-
A new home13 years ago
-
Moving Blog13 years ago
-
-
-
რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან14 years ago
-
-
Maybe you will never read it , but.......16 years ago
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-