ირაკლი ღარიბაშვილის BBC-თვის მიცემული ინტერვიუ სავსებით ლოგიკურად ბოლო დღეების
მთავარი განსახილველი თემა გახდა. ბევრი მოსაზრება იქნა გამოთქმული თუ რა საფრთხეებს
შეიცავდა მისი ზედმეტად მოზომილი და ‘რუსეთს არ ვაწყენინოთ’ ტიპის ინტერვიუ. ამიტომ
ამას აღარ შევეხები. თუმცა მის ინტერვიუში ერთი ფრაზა იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო,
რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. ოქროს შუალედს შეეხებოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის
განცხადებით საქართველოს მთავრობამ შეძლო და მიაგნო იმ ჯერ არნახულ/არგაგონილ ოქროს
შუალედს, რომლის არსიც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვასა და პარალელურად რუსეთთან
კონსტრუქციული ურთიიერთობის შენარჩუნებაში მდგომარეობს.

ერევანი,
საქართველოს და მოლდოვას მსგავსად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ასოცირების
ხელშეკრულებაზე, თუმცა მას შემდეგ რაც კრემლმა აღმოსავლეთ პარტნიორობა
გეოპოლიტიკური ბრძოლის საგნად აქცია, ზუსტად ერთი (!) დღე დასჭირდა რუსეთს, რომ სომხეთის
‘მისაბაძი’ საგარეო პოლიტიკა თავისი სურვილისამებრ განესაზღვრა. ასე და ამგვარად,
სომხეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთა სიას პირველი გამოეთიშა და საგარეო
პოლიტიკური ბალანსიც ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. არაფერს ვამბობ ნატო-ზე, სადაც
სომხეთს არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული ამბიციები.
მოკლედ,
სომხეთის ეს უკვე მოძველებული ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ შეგახსენოთ პატონო
პრემიერო თუ რა პერსპექტივა აქვს ბალანსის პოლიტიკას რუსეთთან. საუბარი არ არის
იმაზე, რომ პუტინი ‘ლილიპუტინად’ მოიხსენიოთ საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ წარსული
გამოცდილებიდან და ქვეყნის სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნის გამოყენება, რომ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში
მარტო არ დავრჩეთ.
0 comments:
Post a Comment