ეს პოსტი დრაფტის სახით 2 თვე მქონდა ბლოგზე და თავს ვიკავებდი დაპოსტვისგან, მაგრამ პატრიარქის მიერ ქადაგებისას გაკეთებული განცხადებისას, ქართული ემიგრაციის თემა ისევ ამოტივტივდა ჩემს გონებაში.


არც კი ვიცი საიდან დავიწყო... ეს ის თემაა რომელიც სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც მაწუხებს ყველა იმ ქვეყანაში სადაც  მაქვს ბედნიერება მეტ-ნაკლებად გავეცნო ქართული ემიგრაციის საქმიანობას.

ქართველი ”ბირჟავიკები” -
სტოქჰოლმი.
სამწუხაროდ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ ესპანეთს, საბერძნეთსა და ავსტრიას. სამუშაოდ წასული ქართველი შეგიძლიათ ნახოთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში, ისეთებშიც კი სადაც უმუშევრობის დონე თითქმის საქართველოში არსებულ ოფიციალურ მდგომარეობას უტოლდება (მაგ. ლატვია). ქართველები იპარავენ აქტიურად (მამაკაცები), ქართველები უვლიან მოხუცებს, იშვიათად ბავშვებს და ასე ცხოვრობს რამდენიმე ასეულ ათასი არალეგალი ემიგრანტი. ასე ცხოვრობს საქართველოც, რადგან სწორედ ამ ადამიანების ფულადი გზავნილებით ხდება მათი ქმრების და შვილების გამოკვებაუნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მონაცემებით, ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების მეშვეობით 2004 წლის სექტემბრამდე უცხოეთიდან საქართველოს ბანკებში 155 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო ჩვენი ქვეყნიდან უცხო სახელმწიფოებში 20 მლნ. დოლარი გადაირიცხა. მოკლედ ქართველები რაოდენობით ვერა, მაგრამ საქმიანობით და ცალკეულ ადგილებში იმიჯითაც უთანაბრდებიან და უსწრებენ ევროპაში ასესაყვარელმოლდოველებს, რუმინელებსა და ალბანელებს! ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი, რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგაც ადგილობრივი ენის თითქმის იგივე დონეს ინარჩუნებენ, რაც წასვლამდე ჰქონდათ. ეს ალბათ ქართულ კოლექტივისტურ ცხოვრების წესს უნდა დავაბრალოთ
კოლექტივიზმზე გამახსენდა, სულ მესმოდა, რომ ქართველი საზღვარგარეთ სანდო არ არის და ასე შემდეგ. რაც მთავარია ეს მოსაზრება თანაარსებობსრაც კარგები ვართ ქართველები ვართ” - თან ერთად. თუმცა, რეალობა ის არის, რომ სოციალურმა მდგომარეობამ თუ განვლილი ცხოვრების გზამ ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილის ტრანსფორმაცია განაპირობა. რამდენიმე მათგანთან მომიწია საუბარი და მათი ისტორიების თუ ცხოვრების გეგმების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ არც აპირებენ დაბრუნებას

საქართველოსგან განსხვავებით, ქურდული სამყაროსადმი ლიალობა ემიგრანტებში დიდწილად შენარჩუნებულია. განსაკუთრებით იქ, სადაც კანონიერი ქურდების საკმაოდ მძლავრი ნაწილი იყო/არის წარმოდგენილი. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ არსებული პოლიტიკის გამო, რამდენჯერმე იძულებულიც გავხდი მესმინა (თავი მექნია) თუ რაოდენ ”დამპალია” სააკაშვილი და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. მოკლედ რომ ვთქვა, მსგავსი ისტორიები ბევრია და დიდია ასევე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ზემოთქმულს იზიარებს. სამწუხაროდ საქართველოს ხშირად მსგავსი ტიპის ემიგრაციით იცნობენ.

დღეს აღნიშნულ თემას პატრიარქი ქადაგებისას გამოეხმაურა და ქართულ ემიგრაციას საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

”ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა, ეს უფრო ბევრია, უფრო მეტია, ეს არის ჩვენი ფესვები, აქ ტრიალებს დიდი მადლი ღვთისა. ერის დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში იქიდან შემოდიან სხვები და რა უნდა გააკეთოს იმ ერმა რომელიც მცირე რიცხოვანია. უპირველე ყოვლისა უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობლოს, თავისი სამშობლოს ნაწილი უნდა იყოს. სამშობლოს გარეთ არ უნდა შეეძლოს თავის არსებობა. ლუკმა პურისთვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა თავისი სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს ვიდრე იგებს. ქართველები აგზავნიან მცირეწლიან შვილებს სასწავლებლად. ჯერ არ არის განმტკიცებული ადამიანი სულიერობაში, კულტურაში და ის მიდის სულ უცხო ქვეყანაში, სადაც ძალიან ოფიციალურია ურთიერთობებია.”

თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, ყოველშემთხვევაში ის, რაც საპატრიარქოსგან გამიკვირდებოდა. პირველ ნაწილში შეიძლება დავეთანხმო კიდეც, თუმცა თვისობრივად განსხვავებული არგუმენტებით და არა საქართველოში არსებულ ფესვებსა და ღვთის მადლზე აქცენტირებით. ფაქტია, რომ ქვეყნიდან გადახვეწილ მოქალაქეთა უმრავლესობა დაბალი კვალიფიკაციის სამსახურზეც თანახმაა და მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს ქვეყნიდან გაღწევა მზად არიან დამლაგებლებად, მომვლელებად თუ ბეიბისითერებად იმუშაონ. მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა კრიტიკულია და მოქალაქეს არ აქვს სტაბილურობის შეგრძნება, რთულია გააკრიტიკო ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების აწყობას ევროპაში არალეგალური შრომით აპირებს.

რაც შეეხება, პატრიარქის განცხადების მეორე ნაწილს, სადაც მცირეწლოვანი შვილების საღვარგარეთ გაგზავნაზეა საუბარი, უბრალოდ აბსურდია და იმ მახინჯი ტრადიციის საწყისია, რომელიც 40 წლის დედიკოს ბიჭებით ამარაგებს ქვეყანას. აუცილებელია, რომ ადამიანი ადრეულ ასაკშივე მიეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას და მიიღოს ის აუცილებელი გამოცდილება, რომელიც ბევრვად უფრო ამარტივებს წინააღმდეგობების გადალახვის პროცესს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მშობლების ხარჯზე ქმნიან ოჯახს. 

3 comments:

Margaret (Maggie) said...

giorgi, ramdenime saatis tsin davbrundi italiidam da ik migebul kulturul shtabechdilebebs acharbebs ik nanakhi samushaod gakhiznuli kartvelebis ritskhvi, sakmianoba da tskhovreba...iset patara kalakebshi rogoricaa empoli da pisa lamisaa adgilobriv mosakhleobas gadaacharbon kartvelebma,,, florenciashi ki khutshabatobit(dasvenebis dgea kartvelebis) kuchashi mkholod kartuls tu gaigoneb kvela arsebul kilosa tu dialects....martlac sagangasho mdgomareobaa

Anonymous said...

არ დავიწყებ დეტალურ განხილვას. უბრალოდ ვიტყვი, რომ წინა პოსტებთან შედარებით, ეს გაცილებით უკეთესია. იზრდები გიორგი :)

ირინკა said...

მოკლედ, ჩამოვყევი მთელ ბლოგს და ვალაიქებ და ვალაიქებ, ასე მგონია შენი პირით მე ვქადაგებ, კი არა და, კაი ბლოგია, ხშირად ვესტუმრები ხოლმე ამის მერე :)

Post a Comment